ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
გადაწყვეტილების შესახებ ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.
"როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება",- წერს გვანცა ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. თანამდებობა დატოვა ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც. აღნიშნული გადაწყვეტილება კი, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შევიდა.
Share