5.84 °C თბილისი, საქართველო | 2023-12-02  
05:41:04

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ჩამოქვეითდა

By: Admin
2023-04-14 01:37:43
204

Heritage Foundation-მა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა და 176 ქვეყანას შორის 35-ე, ხოლო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის 21-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68.7-ია, რითაც ქვეყანამ "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფიდან "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან: კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, ხელისუფლების ერთიანობა, მართლმსაჯულების ეფექტიანობა); მთავრობის ზომა (სახელმწიფო ხარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური სტაბილურობა); რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება); საბაზრო თავისუფლება (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური, მეორეს შვეიცარია, ხოლო მესამეს ირლანდია იკავებს.

Share