5.84 °C თბილისი, საქართველო | 2023-12-02  
06:38:12

გაერო - უკრაინის ომი ქმნის კატასტროფას, რომელიც გავლენას ახდენს ადგილობრივ სოფლის მეურნეობაზე და სურსათისა და მარცვლეულის გლობალურ მიწოდებაზე

By: Admin
2022-03-30 12:48:28
204

უკრაინაში ომმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური კრიზისი, რომელიც არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP) ხელმძღვანელმა დევიდ ბისლიმ განაცხადა.

როგორც ხელმძღვანელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, უკრაინის ომი ქმნის კატასტროფას, რომელიც გავლენას ახდენს ადგილობრივ სოფლის მეურნეობაზე და სურსათისა და მარცვლეულის გლობალურ მიწოდებაზე.

”ჩვენ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო”, - თქვა ბიზლიმ.

მისი თქმით, უკრაინა და რუსეთი აწარმოებენ მსოფლიო ხორბლის 30%-ს, სიმინდის 20%-ს და მზესუმზირის ზეთს 75-დან 80%-მდე. WFP უკრაინიდან ყიდულობს მარცვლეულის 50%-ს, რომელიც საჭიროა 125 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად მსოფლიოში. სურსათის, ტრანსპორტირებისა და საწვავის ფასების ზრდამ გაზარდა WFP-ის საოპერაციო ხარჯები თვეში $71 მილიონით.

Share